ჯანდაბას


ჯანდაბას,
კიდევ ერთხელ მზად ვარ,
ემოციური
სული ამომხადეთ სასულედან,
რადგან თავსგასული სოციუმი
გასულელდა...
ტყვე ვარ?
არასოდეს!
საჭირეთი
ყველა ტყვეობაზე ალალია.
წყლული ამექავა.
ცაც ჯილეხით
გადანაფარია...
და ვახ, ღმერთო, აღარ შეკრთა გული.
წერა? ეხ რამდენჯერ გავართულე,
მაგრამ სოციუმით შელახული
საქმე ვეღარ,
ვეღარ გადავაქართულე...
ჯანდაბას,
კიდევ ერთხელ მზად ვარ,
ამომხადონ
სული, ამ უვარგისს სასულედან,
რადგან ჩემი მიწის სამოსახლო
გასულელდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი