მე დავემსგავსე
თუმც სული სივრცეს ემიჯნება, ვით სხეულს წლები, მე მაინც ვფიქრობ, რომ სინათლეს დღე დააქანებს. ძნელია ასე, ცად ღრუბლების მაგიერ ვწვები და ვემსგავსები მზით შემოსილ ნაწვიმარ ქარებს. ჩრდილავს ნოყიერს უსასობის ძირი ავრეხი. თუმცა სამყაროს საგიჟეთი ფეხდაფეხ დამდევს ნებას განვუდექ, შეუპოვრად მასზე დავმეხდი, ვინც სულის მალაკს აწურბელებს, ზღვა სისხლის დამდენს. ძნელია, ქარებს უნდა მივცე ჩემივე ფერფლი, ღრმად მწამს ასეა საჭირო და, თუმც ვარ ზეჰარი (დღეს ცდისეული ეპოსიდან გამოდის ბებლი, ჭიდილი მასთან ჩემეული ხარკის ზნეც არი.) ვწუხვარ, სამყარო ეზავება სიმუხთლის არგანს, მიკვირს, რომ ჩემი თვისებებიც მათ მიათვალეს, ვინც ჩემს შინაგანს სულ მცირედი დოზითაც არ გავს. მე დავემსგავსე მზით შემოსილ ნაწვიმარ ქარებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი