როცა ზიხარ და შილერს უსმენ ..


როცა ზიხარ და შილერს უსმენ, 
არა, პოეტს არა, 
მაგას მტერმა მოუსმინა აწი, 
არამედ ჯგუფს 
და მოგდის ათასი არაფერი თავში, 
ე მაშინ ხვდები, 
რომ წასულია შენი ხელი საქმიდან, 
საქმიდან, 
რომელიც საქმეზე მეტი იყო შენთვის, 
მხოლოდ შენთვის 
და დანარჩენებზე ვერაფერს იტყვი.
და რას გრძნობ მაშინ, 
როცა ამ მუსიკის არაღვთაებრივ მორალს კითხულობ?
ყველაფერს არაფერში და მეტი რა გითხრა?
ამაოების ბაზარია მთელი ბაზარი
და გასაყიდი მწვანილი დახლებს ვერ იტევს.
გაზაფხულივით უცხოა ეს ყველაფერი ჩემთვის.
და ვინ ჩემი ფეხები ვარ,
რომ ასე მძაგს საძაგელი არაფრობა?
ზუსტადაც, რომ ფეხები ვარ,
რომელიც ყველაფრისკენ მიიწევს
და არაფერს იტოვებს უკან.
დილის ხუთი საათია.
დილას ვერ ვგრძნობ.
ვერც დილა მგრძნობს,
თორემ აადილავებდა ოდე(ლიე)ბს.
კმარა ჯახირი, 
არც ეს ნახირი გავს სხვისას,
ესეც ჩემია 
და ვანგოგის ყვავილებივით ვხატავ ხეს, 
რომელიც მოისხამს ოთხ ფიცარს,
რითიც არაფერში წამიღებენ ყველაფრიანად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი