ცამდე მართალი გიყურებდი ..
ცამდე მართალი გიყურებდი ცამდე დახრილი, ცამდე ამაყი მიმტკიცებდი ცამდე სიცრუეს, და თუმც არ გქონდა არც ალიბი და არც სამხილი, და თუმც იცოდი, ბევრჯერ სხვებმაც რომ წამიყრუეს, მაინც ავსებდი მოთმინების თასს, მე მორჩილად გიცქერდი, მხოლოდ მზერა ცამდე მქონდა ღრუბლიან და წვიმის წვეთის შესადარი, თვალებს მოჭრილი ცრემლი მდიოდა. როცა სხვა დროს გვისაუბრია, არ დაგმჩნევია არც ამდენად ჩემი მოყირჭნა, არც გჩვევია და არც უბრალო გქონდა საბაბი, რა სიძნელეა, შენი ხელი უნდა მოვიჭრა და მარტომ უნდა გადავაძრო ლოგინს საბანი. რა სიგიჟეა, რასაც გიხსნი, რისიც არ გჯერა, თითქმის ვიჯერებ, რომ დამჯერი თვითონ მე არ ვარ, უბრალოდ ვცადე, სიყვარულის გადასარჩენად ჩვენი მართალი ისტორია შენთვის მეამბნა. და ცამდე მართალს, ცამდე, ცამდე, ჰო, ცამდე დახრილს, ცამდე ამაყი მიმტკიცებდი ცამდე არაფერს, და მეც დაღლილი აღარ ვეძებ საშენო სამხილს, არამედ გეტყვი, სიყვარული ჩემი გფარავდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი