შენთვის მოვკვდები


გიფარავს ღმერთი, ამ თვალებით გხედავს ყოველღამ,
სუ, ილუზიას ნუ აყვები, სულს კლავს ტოტემი,
სქიზმის ზრდასრული გიგანტები აღარ გთმობენ და
სხვა გზას არ ვირჩევ, მათთან ბრძოლის ჟინით მოვკვდები.

ცრუ ფიქრებს შობდი შენში, თითქოს გყავდა დაკინი
და შენი გული ელფოფილურ განცდამ დაკირა...
ჩემმა აზრებმა სენსაციით გული გატკინეს,
მე კი, მანამდე შენმა ფიქრმა გული მატკინა.

გიფარავს ღმერთი. ეგ თვალები, სულის პრერია,
სივრცეს გადასწვდეს მინდა, სივრცით მიხვდე ეგების,
რომ არც ღმერთამდე, არც ღმერთს იქით არაფერია,
რომ ქაოსია უღმერთობის ტვირთვის შედეგი.

მე, ამ თვალებში ღმერთს ვკეტავ, რომ გცავდეს ყოველღამ
და ნაბიჯ-ნაბიჯ ჯოჯოხეთის ცეცხლში მოგყვები,
რადგანაც ჩემი სურვილები აღარ გთმობენ და
სხვა გზას არ ვირჩევ, შენთვის ბრძოლის ჟინით მოვკვდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი