არაფერია.. თუ პეპლების იცი ფერები ..


არაფერია... 
თუ პეპლების იცი ფერები,
თუ იცი და გრძნობ, რომ დუმილშიც არის ხმაური,
თუ ხედავ, როგორ გხედავენ და გგრძნობენ შენები,
მაშინ ადე და დასასრული გაიჯაუნე

და აღმასვლამდე ვერ მიტანილ ტკივილს ატკივდი,
ისე ატკივდი, რომ მოკლა და მოკლა ისევე,
როგორც სიყვარულს ვნების გამო კლავდი ყმაწვილი
მერე სიკვდილიც მაჯასავით გადაისერე.

არის რაღაცა, რასაც მხოლოდ ხვდები რაღაცის
მერე და ისევ უსასრულოს გასცქერ მდუმარედ
და სული გეწვის უსასრულოდ, რომ პაპარაცის
თვალებით შენს თავს ერთხელაც ვერ შემოუარე.

არაფერია...
ყველაფერი ხდება იცოდე
და ყველაფერში შეგიძლია ნახო რაც გინდა,
მაგალითისთვის - სიკვდილი და მისი სიცოფე,
შედეგი კიდევ - ხალხის გული, ანუ მთაწმინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
პატარა ბიბი7 წლის წინ

შემიყვარდა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი