დედაჩემო


ნანაო ჩემო - ახლაც მესმის, ჰოდა ვდუმარებ,
წარსულის ჩრდილებს აკიდებულ თვალებს ვაცეცებ,
ცხოვრებას ყოველ მზედაკარგული დილას ვუგვარებ
და თითოდ ვუთვლი წამებს, ანუ დროის ნამცეცებს.

გამცრეცდეს ნეტავ შენი ხმა და შენი გალობა,
ნეტავ ნეტარი შენი ჰანგი მესმას მანამდე,
ვიდრე მოვდივარ შენი გულის სასაფლაოდან 
ნაბიჯ-ნაბიჯ და მივეთრევი ჩემს საფლავამდე

და ასე ვრჩები ჩემში ისევ შენგან მოსული,
ორი სული ვართ, ორი გრძნობის ერთი ბრალდება,
რადგან ის განცდა, ის ერთობა, როცა ორსული
იყავი ჩემზე, არასოდეს დასამარდება

შენთვის და როგორ? ან რა გვარად გითხრა ყოველი?
რასაც მოველი, ან რაც მელის, ისიც შენშია,
ის სიყვარული, რომლისაც ვარ შენგან მფლობელი,
არის გარანტი, რომ ცხოვრებით მე ვერ შემშლიან,

რომ ვერ დამცემენ, ან დაცემულს თუკი მნახავენ,
შენი თვალებით შევხედავ და გამომიწვდიან
ხელს, რადგან დედის სიყვარულით თავებს მარხავენ
სხვებიც და დედის სიყვარული მათაც იციან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი