მოვთქვამდი? არა ..


მოვთქვამდი? არა. არც საბრალო არ ვარ აროდეს,
არც შესაბრალი არავისი, მხოლოდ მწყურია
ერთი ქალისგან დაკარგული ერთი სამოთხე,
რომელიც კაცის უგნურებით დაკარგულია.

და რა შუაშია ნეკნი, როცა მე ჩემს ნახევარს
გთავაზობ, გულთან დაწყებული ხელის გულამდე
ვცდილობ შენ გიგრძნო, ანუ შენში ვფიქრობ დარჩენას,
შენში დარჩენას ერთმანეთში დასასრულამდე.

და როგორც ასე, შესაძლოა არ ვიყო პრინცი
და არც ლამაზი სახე მქონდეს, მაგრამ იცოდე,
ყოველღამ შენი ფანჯრის წინ ვარ და ისე გიცდი,
როგორც სიკვდილის აჩრდილს ვუცდი მთელი სიცოცხლე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი