მოგრძო ხელები, მოგრძო ენა, მოგრძო ყურები ..


მოგრძო ხელები, მოგრძო ენა, მოგრძო ყურები,
მოგრძო თვალები, მოგრძო ცხვირი და ყველა მოგრძო
სიტყვა და საქმე, არის მხოლოდ სხვაგან ყურება
და სხვისი ლხინით მოშხამული გონების მოძმე.

მოკლე ყურები, მოკლე ენა, მოკლე ხელები,
მოკლე თვალები, მოკლე ცხვირი და ყველა მოკლე
სიტყვა და საქმე, არის გულის განახევრება
და სხვისი ჭირით მოშხამული გონების ნაკლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი