რაც არის, არის ..
რაც არის, არის. რაც იქნება, იქნება. რა ვქნა? ასეა, წამის შუალედიც აციებს გრძნობებს, რჩევაა ძნელი, თუ სარჩევი რჩევაში გაქრა და შენც ვერ ხვდები ასარჩევში აირჩევ რომელს. რაც არის, არის. მე გითხარი, რომ ვგრძნობდი ამგვარ გადაგვარებას და გვარშივე უგვაროდ დავრჩი, არც არაფერი, დავემსგავსე გრამშივე ნაგრამს და ვდგავარ სხვებთან ბავშვობიდან ბავშვივით ბავშვი. რაც არის იქნებ არც ეს იყოს და წარსულს ვფიცავ, ყოველთვის ვგრძნობდი, ობლობიდან, მშობელზე ახლოს, თუ როგორ იდგნენ უცხოები ჩემთან და მიწად საქცევი ხორცი გამოზარდეს, თუ როგორ, მახსოვს. და ახლა მხოლოდ ასარჩევის არჩევას ვჩემობ, ვჩემობ და ვეძებ დაღლილ თვალებს, ჩემსავით დაღლილს, რომელიც მეტყვის, სულიდანვე სულიერ შემო ასურვილებულ სულში, სადაც გექნება სახლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი