ფეოდალ დანტეს


სეკულარული აზროვნების ბინძურ ფეოდალს,
ალქიმიური შენადნობის მეხოტბე დანტეს,
გწერ მკაცრად- იქნებ დედამიწა ცაზე შემოდგა,
ოღონდ ისე, რომ ერთ ადლს ნერვის ნურცერთხელ ატკენ.

ხო, ინკვიზიტორს, ფარულ მკვლელს და წყვდიადის ფრესკას,
გილდიას კაცის ჭამაში და მხეცობის ბარონს,
გწერ მკაცრად- იქნებ ეს კოსმოსი ერთ ბირთვად შეკრა 
და მერე ვინმეს, უცაბედად შემოსულს ანდო

ისე, რომ ერთი ენდალმაც არ გაგზავნო მათთან,
ვისაც რაინდი ქვია სულის, არ ჰპოვო ბინა
მეაფთიაქის სასტუმროში. არ იცის მართვა
ხერხით რა ღმერთმა, რახან შენ თქვი, დაწვა და ძინავს...

სასაცილოა ეს პაპობა გონის და დესპოტ
ორდენთა მფლობელს გეუბნები, მასხარა რიტორს-
რაც არ უნდა თქვა, ჩემს სიცოცხლეს, მე, მაინც შევთხოვ
ღმერთს, რადგან ყველგან, ყოველთვის და ყველაფრით მკვიდრობს.

ფილოსოფიას არ ვმიჯნავ რა გონისგან, ტვინის
ვექტორი ზეცის წიაღია. ლოგიკით შიშველ
ადამიანებს ვემიჯნები, რომელთა კივილს
ცრუ სარჩული აქვს. თითს იქითკენ მარადის ვიშვერ,

სად პერსპექტივის მკვლელობაა მიწიერ ჭრილში
და შეკვეთილი ჰუმანიზმი არ არის დღემდე,
ღმერთკაცის ტანჯვით მონაპოვარს, ლხინშიც და ჭირშიც,
ვინაწილებ და გეუბნები- სიცოცხლით ვენდე

მას, რადგან თავის სიკვდილითვე გვიხსნა და მარად
თვალსაჩინოობს, გვარიდებს რა ქვესკნელის ეკრანს.
მხოლოდ შვილებად, მეგობრებად, და-ძმებად ვყავართ,
რომ საუკუნო სიყვარულის კონებად შეგვკრას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი