ემბრიონისგან დედას
ოცნებაში შემიჩერდა დედა წამი. სანამ ხელი ვიღაც უცხოს დამჭრიდა, ნუთუ ასე გატკინე და გაგაწამე? რომ ქმედება ცხოველური დაგჭირდა. ნუთუ უფრო ბედნიერობ დედა ახლა? მე უბედურს, ცხოვრებისგან განდევნილს ძლიერ მინდა იმ ალერსის ერთხელ ნახვა სხვა შვილებს, რომ ნეტარებით აფენდი. ამჩეხეს და სადღაც ბუნკერს მიმანაგვეს, სულს ცრემლებად გვამის სისხლი სდიოდა, მე, ნაცემზე უფრო მეტად ნაცემ-ნაგვემს, ფერმიხდილი სიყვარული მტკიოდა. არც ცრემლი და პროცესიაც შორს რომ იყოს გულისტკივილს რად დააკელ მირონი? ჩემს ანგელოზს უთხარი, თუ რაღა მიყოს, გამდევნოს თუ შემომხვიოს ფილონი? მომენატრე, მომენატრე სხვაზე ძლიერ. მომენატრა შენი გულის ძგერება, გევედრები მეორეჯერ შენს თავს ძლიე, რომ და-ძმები არ მიკორტნონ ძერებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი