სიკვდილსაც შევძლებ
სიკვდილსაც შევძლებ, თუ სიკვდილი ჩემს თავს ინებებს... ქლესა მყვარები ბოყინობენ, მე, ვდგავარ გლერძი. სანამ სიკვდილი მოკვდინებას დამიპირებდეს, მანამ ვიბრძვი და უსამართლო სამართალს ვებრძვი. ღმერთმა არ ქნას, რომ ჩემი სუნთქვა გრიგალს მინებდეს, მავნე ეპოქის ნაშობებმა სივრცე შემართეს, სანამ სიკვდილი სამუდამოდ გადმიბირებდეს ვიცოცხლებ, იქნებ, ამ სამყაროს ბოღმას შევაკვდე. გვიმრავლა ჟამმა ხამები და დროის მყირტები, რა გიხარია, როცა ძლიერ უნდა ოხრავდე?! ჩემი სამშობლო ჯვარსაცვეს და დღეს მას ვჭირდები, ხო და ვეცდები, რომ გაგიძლო სანამ მომხრავდე სიკვდილო, უნდა მოგიკვდე. თუმც რადგან ვარ გლერძი სიკვდილსაც შევძლებ, თუ სიკვდილი ჩემს თავს ინებებს. მანამ ვიბრძვი და უსამართლო სამართალს ვებრძვი, სანამ სიკვდილი მოკვდინებას დამიპირებდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი