ერიჰა..


არის ცხოვრება, გზაჯვარედინს, რომ გავს, ისეთი,
არის პირდაპირ მავალი და არის მრავალი
ჭირით ნატალღი ნაპირივით. მე კი, ვიწექი
სხვაგვარ ტალახში, თუმცა არც ეს არის მთავარი,

არამედ ის, რომ გაღვიძებაც არის ბურანი...
კაცი არ შემრჩა, საიდუმლო გულის გავანდო,
კაცი არ შემრჩა, ფუძე-ჭერის გადამხურავი.
და თუ გიჩნდება კითხვა-რა მაქვს სულ საკამათო?

გპასუხობ- ზიზღი-რჯულის ხრიკი ავიშაირე,
კაცთაგან რჯულის. ვბაძავ მხოლოდ ჯვარცმულ ავაზაკს,
სიკვდილზე დიდი, მას რომ ერგო, არის რაიმე?
გულს ვერ ვიმრთელებ, უსამართლო ტყვიით განაბზარს...

და თუ მე არა, განა იტყვის ვინმე ჩემს სათქმელს?
არც ვბრჭყვიალებ, რომ დამაფაროს ვინმემ კასტორი,
ვზივარ და ვკერავ უტყუარ ფაქტს ჯვარცმის- კრეტსაბმელს
და მომავლისთვის ოღრო-ჩოღროს ჩემით ვასწორებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი