შემოდგომის ბალადა
გახსოვს? შენ გეცვა შემოდგომა, დროს რომ მოხიე. დროს მოყვითალო ალიონის მოხსნეს ნიღაბი. მერე აცივდა, ათრთოლდი და ხელი მოგხვიე, სითბო არ გეყო და ზაფხულის მზესთან მიმყავდი. გზა დაიპენტა ფოთოლცვენით. თოვლმა დაფარა ზაფხულის მზესთან მიმავალი ყველა ბილიკი. ჩვენ გავიარეთ ზარზმა, მერე ცივი საფარა გადაგვაფარა ბერმა. უკან მოგვრჩა კვირიკე. ცოტა ჩამოთბა. აგრილებულ სუნთქვას ჰაერის ჩამოეთოშა შენი ბაგის ბოლო კანკალი, ვიდექი ქართან და ღრუბლებში გასაფლავებდი. ასე მოხდა და სამწუხაროდ ისე დაგკარგე რომ ზაფხულის მზის აზვირთება- სხივთა ქარიზმა, ვერ შევუგუე შენს ხასიათს. მე იქ მიმყავდი სადაც სიცოცხლემ სიყვარული დაგვიხარისხა, სადაც გიყვარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი