წერილი სიმარტოვის საცოლო ჩემს საცოლეს
ათას განსაცდელს გადალახავს ჩემი კრიპერი... მომენდე ჩემო, გრძნობას მსგავსად არსად უვლიან. კარგად იცი, რომ არც ქლესა ვარ და არც პირფერი, დროს ვითხოვ ცოტას. გრძნობა სევდით დაბურულია და სისხლი ჩემი გაყინული. შენი ენდალმა ახლაც მაქვს ხელში. გული, როგორც სისხლის ტურბინა, ამჩქარებია. სიზმარია ჩემი შენდამი ისეთი, რომ თვით სუიციდმა შემოურბინა ჩემს კუბოს გარსს და უსასობამ დახსნა დაფიონ- შესხმული სივრცის დარაბები. ასჯერ მითქვია- ჩემი ფიქრები სიღრმეების ფსკერზე დაქრიან, ალბათ მზის ჩასვლაც მათი დიდი ჩანაფიქრია. ვერ დავყრი ფარხმალს, ჩემმიერო, მაქვს რა იმედი, ვკოცნი შენს თითებს, დამჩნევიათ ძლიერ ასოებს, მე, ამ სიგიჟით, იმ ქმედების ზღვარზე მივედი, რომ მთვარეს ვკლავდი, მიმკრთალებდა ღამით ნაქსოვებ დუმილს, უკუნს და მერე ყეფდა, როგორც აისი. რაც ხდება ჩემში ვერ აღწერეს ალბათ სიტყვებმა, მაგრამ თუ წახვალ, სიბრალულით გული აივსე, მე ნუ მეტყვიან - სიმარტოვეს ცოლად მიყვება..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი