შენ, ჩემო სხვაო, ჩემო უცხო, ჩემო უცნობო ..


შენ, ჩემო სხვაო, ჩემო უცხო, ჩემო უცნობო,
შენ, ვინც გიცნობს და ან არ გიცნობს, მინდა იცოდე,
თავს მოარიდე ქუჩის მავნე ვინმეს სიფათი,
თორემ ახლოა, ისე ახლო ძმაო ხიათი,
რომ შესაძლოა მზის თაკარა სხივით იწოდე
და ვერ გაიგო სად დგახარ და სად გაქვს სავანე,
შენ ვინც მოგკლეს და ვინც უდაბნოს დაგასამარეს
შენ ვინც უშვილოდ წახვედი, ან წადი უცოლოდ,
შენ, ვინც არავის შეუშინდი, გაჭაღარავეს,
შენ ჩემთვის სხვაო, ჩემო ძმაო, ჩემო უცნობო.
იქნებ ტრამალებს აძოებ და მწყემსავ ჭიუხებს,
იქნებ სისხლი გაქვს არაკაცის, ან გაქვს იერი,
როცა დამჭირდე ნანგრევები გამიჩირუხე,
დაე ვიდოდეთ ქვეყანაზე დღებედნიერნი,
დაე ვიდოდე სიყვარულით, სიცოცხლით, სევდით,
სევდის გარეშე იქნება და გაგვაპირუტყვონ,
ჩვენ ერთმანეთით, დამერწმუნე, ყველაფერს შევცვლით,
შენ ჩემო სხვაო, ჩემო უცხო, ჩემო უცნობო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი