ჩვენი ამბავი


გზა. შარშანდელი სურნელება ასდით ამ მინდვრებს.
გზა. სიყმაწვილემ გამირბინა ცხვირწინ ამაოდ.
ვერ შეცვლის გარე ამინდები ჩემში ამინდებს,
რომლებშიც მე და შენ ვსხდებით და ვასამყაროვებთ
სიყვარულს. ახლა ჩარჩოებში აქცევენ სისხამს,
ამ ჩარჩოებს კი, სიკვდილისკენ მიიქცევს რული.
გახსოვს, რამდენი საიდუმლო გულწრფელად გვითქვამს
ერთმანეთისთვის? და ეს სულაც არ იყო რთული.
ვერ ჩავეძირე მაგ თვალების ცისფერ ქალდეას.
მე გძერწავ, თუმც ვერ გამოვძერწე შენი ღრმა სული.
ვზივართ გზის პირს და ვადარაჯებთ თვალებს. ღამეა.
მე- ძე სიკვდილის, შენ- სიცოცხლის ლაღი ასული
შარშანდელ ამინდს ვეგუებით, მინდვრებს ვასიზმრებთ
იმ სიყვარულის ატმოსფერულ სივრცეს, რომელშიც
ბინა არა აქვთ წვიმის წვეთებს, ცივებს, საზიზღრებს.
ჩამოგვიბერდა ერთმანეთი და ვერ მოვეშვით
სიანცეს, რომლის ნაბად ქვეშაც ვათევთ ღამეებს.
მე- ძე სიკვდილის, შენ- სიცოცხლის ლაღი ასული
შევცქერით ზეცას, რომლის სივრცეც ყინვით ახველებს
და ღამის ამბავს გზის ნაპირი ჩვენით ასრულებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი