ანტი ლექსი
გარეთ არ წვიმს და არის გვიან, გარეთ არ წვიმს. და თუ არ იწვიმებს ფეხებზე მკიდია. მე ვგრძნობ, რომ ცივა და არ მენატრები, რადგან დამარცხდა ჩვენი ნაკრები, ფეხბურთის, რომელიც სულ აგებს და აგებს, როგორც ტაძრებს აგებენ და მხოლოდ თვითონ ღებულობენ სარგებელს. მე, ადრე ვწერდი აზრიან ლექსებს... თუ თქვენ ხართ შარლი, მე, არ ვარ შარლი! რა ვქნა? დავდივარ დახეულ შარვლით. არ ვერჩი ქრისტეს; არ ვერჩი ბუდას; არ ვერჩი მუხამედს. მე, ვერჩი სულთა მხუთავებს, ზომიერების მზღუდავებს, გაქსუებულთ და ცრუ თავებს. ფეხზე მკიდია ყველა პარტია! პოლიტიკაა ნაგვის მანტია, მათი წყალობით მავთულ-ხლართია მთელი მსოფლიო. გამოიდინო უნდა ოფლიო- ამბობენ ასე. რა გეშველებოდათ ხუთ პროცენტ გენიოსს, ოთხმოცდა თხუთმეტი პროცენტი რომ არ იყოს ბრიყვი? თქვენ კაცმა უნდა მოგარბენიოს, ამ ხალხის სისხლით მორწყული რიყე. არ მსურს დინებას თქვენსავით მივყვე. დაე მეც ვიყო ბრიყვისთვის ბრიყვი, ჩემს სათქმელს მაინც ყოველთვის ვიტყვი. ლაშა ვაშაკიძე (სანდრე ლაზი პელაზგელი) ირაკლი დეისაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი