აბსოლუტური მისტერია
თავს ვატყობ, თუ ერთხელ ძლიერ არ გავგიჟდი სიგიჟის აბსურდი ბოლომდე ჩამითრევს იმ ალაგს, სადაც ჯერ სიკვდილის ნარინჯი რაინდი სახლობს და არც დღით, არც ღამით თვლემს. იქ სულის აკლდამა - პირღია მაგია და ნაასტრალარი ბუდეა ქაოსის, ქაოსის, რომელსაც სულ დაუნაგვია გვირგვინი - ადამი და ფიქრის ნაოსნის ნიჩბებით ცენტრისკენ მიათრევს ნაპირებს, რომლებზეც სიცოცხლის მოცისფრო კვალია, იქ შფოთის ცხენები წყვიტავენ აღვირებს და ყოველ ნაბიჯზე მზის ნიაღვარია. მზე ცეცხლის ფირალი, თვალბური დაღი და სარკმლიდან ნალანდი იმედის ფარდაგი... თავს ვატყობ სიგიჟე საერთოდ არ ღირდა იმ შემოქმედებად, რასაც მე ვხატავდი წყვდიადის პალიტრით. და თუ არ გავგიჟდი, უბრალოდ წავალ და ქაოსით ნატორებ შინაგანს, სიკვდილის სიახლე, ნარინჯი რაინდის მანგალით უთუოდ დავტოვებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი