შენს თავს ვართმევ სიკვდილს
იქნებ გგონია, რომ დრო არის ჩემი არტახი, დრო ქილიაკია, თვითონ იცის არაფერს ნიშნავს, შენ კი, იმდენად დაეცი და გამიპარტახდი, რომ დროში გინდა შეძვრე, დროში უკუნის იშვა. დღეგრძელი იყოს სიცოცხლე და სიკვდილის პირმშოვ, დროდალეული მიადგები სულ მალე ნაპირს, მიყურებ, თვალებს, ცრემლმორეულს, ჯინაზე იშრობ, მენდური, ის რაც სიმართლეა გითხარი რაკი. მე, შენში ვკვდები, რომ ღმერთივით, შენშივე აღვდგე, მიშორებ, მაგრამ სიშორეში ვახლობლობთ მეტად, მერწმუნე, ახლა სიკვდილს შენს თავს უკუნის ვართმევ, რომ დაუსრულო სიცოცხლეში შევიდეთ ერთად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი