მე - წვეთი


და იყო წვიმა.
სიცივე წყვდიადს დარაჯობდა, მიგდებულს სხვენში.
არ ვიცი რა სჯობს?
განთიადი სველია წინა
განთიადისგან განსხვავებით
და ცხოვრობს ჩემში,
როგორც სიგრილე.
როგორც წვეთი ღრუბლების ჭურში,
მე, ავცახცახდი, 
მომერია რადგანაც მღვიმე-
ყინულის სვეტთა აღტაცება. 
და ახლა ვუცდი,
რომ სიცივისგან გამომიხსნის, საბრალოს, ვინმე.
ცრის...
გდია მიწის მონატრება სიგრილის ფეხთან.
გადაუღებელ სიმარტოვეს გონია, რომ წვიმს
სიკვდილისფერი.
მიტოვებულ ღრუბელში ვწევარ.
მე არ ვიცოდი სიმარტოვე.
არ მახსოვს ანი-
ჰოეთი
ნაკვებს რა მომეცა,
მომეცა რადგან,
უნდა შევძლო 
და სისრულისკენ გავწიო თავი.
მოსაპოვები
ბევრია და გუბეში ჩამდგარს
სიცივე მმოსავს.
ათასიდან ათასსგზის მიკვირს,
თუ რა სიმართლემ გააღვიძა ადამში მოსე,
რომ ენაბრგვნილი, სიტყვა გახდა მარადი სიტყვის.
წვეთივით შევრჩი სიმარტოვეს
და სულით მოსილს
საფლავ გათხრილი სუიციდი დარაჯად მიდგას.
მიწას ვერთვი და სიგრილეში მიგდებულს სუნთქვაც
აგრილებული დამაქვს.
სულში ვუძვრები მიწას
და ამით თავი
მზის სხივების ცენტრამდე ამაქვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი