განცდა


კაცობრიობა დედამიწას ამტვრევს ხერხემალს
სისხლიანი და ძმის ხელს მწვდარი, მკვლელი ხელებით,
არ ვიცი რა ვთქვა, რა ვუწოდო ასეთ შემთხვევას,
როცა დაღლილი, ვარ ბნელ ღამეს შენათენები.

მცირე ნაგლეჯი მატერიის ფიქრმაც დამტოვა,
მზე ამოწვერდა, მზის პირისპირ მკრთალი მთვარეა
და კივის სული, ვით ცისკრისას აიათოლა,
სული, რომელიც მარტოა და თანაც ძალიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი