ნუ წახვალ ჩემიდან


ეს ჩემი ნაბიჯები
შენს სულს რომ აგიჟებენეს,
ეს ჩემი გამოხედვა
ღმერთისგან მოტანილ სიყვარულს უფრო გავს
ვიდრე ზიზღს
დამიჯერე.

უბრალოდ შემომხედე
და დღეს, რომ არ გიჯერე
გული სამყაროთი,
სიცოცხლის ფობია ნუ გგონის,
მე გადაგარჩინე,
მენდე და დამიჯერე


ისინი მძვინვარებენ,
სიმდიდრის თასს იჭერენ 
ხელში
და მე მხოლოდ ღარიბთა ხვედრი ვარ,
რადგან ყველაზე ღარიბი ღმერთი მყავს
დამიჯერე,
მუხლებზე ვდგები და გულით გთხოვ,
ნუ წახვალ ჩემიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი