ეხ, სიყმაწვილევ..
ეხ, სიყმაწვილევ, სიყმაწვილევ, ღვთის ანაბარავ, უქონელის ერთი ხელი ტანსაცმელივით უცებ გაგცვითე, შენს თაფლს ხშირად კრაზანა და ბუზი ეხვია! შენი წყლისაც ახლომახლო არავინ იყო, არც სიბერით დაწმენდილი გყავდა მშობელი... ო, როგორ მინდა შეგავლო თვალი — სიფრიფანას, გვირილების გვირგვინით შემკულს, მზის ქარიშხლებში მოლივლივე მინდვრად დიდი პეპლების მდევარს... მაპატიე, წრფელო, უბრყვილოვ, გაგიმეტე, ამღვრეული გამოგესალმე, აქაური სევდის ფსკერიც უშენოდ ვნახე — უკვდავებაზე უარი ვთქვი სიყვარულისთვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი