ო, სიყვარულო..
ო, სიყვარულო, მოწყალე იყავ! თუ გამიხსენ სიბრძნისა და სიუხვის კარი, ცოტაც კიდევ დაითმინე, ნუ აიკრეფ ადვილად კალთას, ნუ გამეცლები! მაისის წყალს როცა მეც დავლევ, შენა ხარ ჩემი ერთადერთი ჭირისუფალი, სიხარულის უკანასკნელ ცრემლს შენ გიტოვებ, შენს მომლოდინეს — ყველას, ყველას წამწამს შეაბი... სამარის ბნელშიც შესძრავს ჩემს გულს შენი სუნთქვა — ელვის ნაკვესი, შენი ქარცეცხლის დალოცვილი, წმინდა ჩქერალი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი