უმზეო პეიზაჟი ჩიტებით..
იკბინება ყინვა ძაღლივით. ორთქლი ასდის სადგომიდან გამოსულ პირუტყვს. შეჭირხლული ბრწყინავს ჩემი ბაღი შიშველი და უღონო ფეხს ითრევს სხივი... გახევებულ სარეცხის თოკზე ერთმანეთისგან მოშორებით ზის ორი ჩიტი — ბაბანებენ მობუზულები... დახე, ამ ბრიყვებს, ამ ყინვაში შორი-შორ სხედან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი