ჩაქრა, ჩამოჭკნა..
ჩაქრა, ჩამოჭკნა კენტი ნარცისიც, გაფშეკილ ღეროს აწვალებს ქარი... რაც გულმა გითხრა, ვითომ არც იცი, აბა, რად გინდა ახალი შარი?! ჩამოხუნძლული ტოტივით ტყდება სიჩუმე — ვახშმის ცივი ნარჩენი და ცეცხლს ჰგავს შენი სიბერის ვნება, ცარიელ სახლში უცებ გაჩენილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი