გამოთხოვება


მიდის დაუვიწყარი,
ასპიტივით გრძნეული,
მიდის — ჩემი ჭიპლარი
ხელზე აქვს დახვეული,

მიაქვს სიო ბავშვობის,
სიყმაწვილის პირქარი,
მიდის — ჩემი ცხოვრების
მიჯნური უტიფარი...

ვიცი, ზოგი ჭრილობა
რომ არ უნდა შეხორცდეს...
უკანმოუხედავად
მიდის ჩემი მეოცე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი