დაუპატიჟებელი სტუმრისა
ძუძუნაწყვეტი ბალღივით ისევ ჭუჭყუნებს ამინდი... ჩაი მივართვი... გააბა... ლაპარაკობს და... არ მიდის! მე ჩემი დარდიც მეყოფა, რა ვიცი სხვისი ურვისა... დილიდან ამყვა უჟმური ღრუბელმაც გამაგულისა, მიიზლაზნება, მიცოცავს, მთებს როსღა გადაეგება? შორით რომ მოსჩანს ნათელი, ჩემთვისაც ენთოს ეგება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი