იდილიური ესკიზი


ჩასძინებია
დიდედას
(მძინარს
უტოკავს
წარბი!)
პაწია
მორგვი
ნართისა
ძველ ხალიჩაზე
გარბის,
მისდევენ
ჩემი
ცინდლები
წინ-წინ გავარდნილ
გორგალს,
სადღაც წიკწიკებს
საათი,
კუნძი
ბუხარში
ბორგავს,
შემთბარი
კომშის
სურნელი
ასდის
ხახალს
და ხონჩას,
სარკმლიდან
თბილი
ოქტომბრის
ჭრელაჭრულები
მოსჩანს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი