მთვარიან ღამით


ერთად
შეყრილხართ,
ქალებო,
რა დაგაძინებთ
ამ ღამეს!
ისე დამარხეთ
მართალი,
თვალიც
არ დაახამხამეთ...
თქვენს თარგზე
მოჭრილს
არა ჰგავს,
არც პირს ამოსდის
შაქარი,
იქნება
ისიც კი იცის,
რომ ჯოჯოხეთი
აქ არი...
რას ერჩით?!
გველი
შეგიწვათ?
გულს გართმევთ
უფლისწულისას?
იქნებ
ღვთის ხელი
ატყვია
და ამან გაგაგულისათ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი