ნოსტალგია
(მანქანით მივემგზავრები წერაქვს და ფიქრში ვეპაექრები მღვდელს, რომელსაც ძალიან უყვარს ციკნის ჩახოხბილი...) იკინძება სავალი სევდანარევ კადრებად, მოსდებია გზისპირებს მათრობელა იელი... მენატრება სიცოცხლე, მოკეთე მენატრება, მენატრება მისანდო სიტყვა და საქციელი... მართალია, სოფელი დარჩა ფაფხურს ამაოს, გახსოვთ, სწუხდა პოეტი — ვეღარ განარჩიესო... არც თქვენ გმოსავთ ნათელი, ჯვრისმტვირთველო მამაო! მენატრება სამშობლო, მენატრება იესო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი