სალამი, სევდავ!
"Bonjour Tristesse" ფრანსუაზა საგანი სალამი, სევდავ, სინათლევ ღამის, შენს სანდო მკლავზე მინდა დანდობა! სალამი ტანჯვის უნაღდეს წამებს, გადახდილს ვით ომს, ახალგაზრდობას! სალამი დიაცთ – სასტიკ მსაჯულებს და ჭორიკანა მშიშარა კაცებს, სიცრუით ერთურთს გადაჯაჭვულებს და გულგრილობის ლოგინში ნაცემთ! უკანასკნელო ჩემო მაისო, გადამიმწვანე ლოდი და რიყე, მინდა სამარე ვარდით ამივსო, მინდა ქორწილი ეგონოთ ბრიყვებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი