საღამოს ჩაი
ჩვილი კარაქი, ყველი, ქაფქაფა რძე და ხილი... ძილისგუდასთვის ყვითელ ფურცელზე პწკარი წყვილი: `ცომი არ იცდის, შვილო, ამჯერ უჩემოდ ჭამე!~ რა იქნებოდა, ღმერთო, დამვიწყებოდა რამე, რა მოხდებოდა, გულო, განრიდებოდი ნაღველს, ნაინანატრი ქვეყნის კარს მერამდენედ აღებ და არც გადარდებს ღამე როდის აუშვებს ქარებს... თაფლის წვეთივით დნება ფინჯანში სავსე მთვარე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი