შეუსმენელი თხოვნა
რა კარგია სიყმაწვილე! მე ვუხილავ მურას რწყილებს, მურაც - რაც აქვს - მინაწილებს... სამხრის დროა, სამხრის... ცა მერცხლებით არის სავსე, ჩემს მზეს ველი წამისწამზე, ველი მზეს და მერე რა მზეს - საკოცნელად დახრილს... იწვის ცა და იწვის მიწა. ჩემს ჰამაკში ჩრდილი მიწვა. სანატრელი - ხმაზე ვიცან - ჩამჩურჩულებს სიო: "- ქარს თუ მისცემ უფლის არჩივს, უმადლოა გულის ხარჯი... ნურსაც წახვალ, - ჩემთან დარჩი, უცნაურო იო..."
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი