ცისკრისა და ნისლისა
წამოთენდა. ძილგამკრთალი ალასლასდა, ადგა ნისლი, ცდილობს ამარიდოს თვალი, ეგ ზნეს ვეღარ გამოიცვლის! მიდის, გზა-გზა გუნდრუკს აკმევს, ფეხქვეშ ეფინება წიფლებს, ფრთხილად ააფარებს სარკმელს — ნაძენძს — ნოტიოს და მყიფეს, სულაც ნამლევს, სულაც ნელცივს, სულაც დასასრულის ფერადს... რა ვქნა, ღმერთო, ბრმა და ბეცი წასულს — ვერ ვაშორებ მზერას, თავსაც ვატყობ, ვეძებ ნებას, აღარც მეძნელება თითქო, ავდგე, კალთას გამოვება, ჭკუას არაფერი ვკითხო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი