ჯარიაშენი


ალბათ, დღესაც დგას
გზის ნაპირას მაღალი ფშატი
და ვანოს ბიჭის ნაცვლად
ვინმე სხვა მწყემსავს ნახირს,
როცა ღამდება,
როგორც ვერცხლით ნაჭედი ხატი,
ხე ბრწყინავს მშვიდი,
ღონიერ ტოტებს
ჩუმი კდემით მიწისკენ დახრის
და იცის კარგად,
ფშანის წყალი საითკენ მიდის...
აქ იწყება ჯარიაშენი,
ქარი მისწვდება
ულამაზეს ყვითელ მაქმანებს
და თუკი ახლოს
ჩაივლიან სოფლის ბავშვები,
მაღალი ფშატი
რომელიმეს შენ მიგამგვანებს...
ალბათ, დღესაც დგას
გზის ნაპირას მაღალი ფშატი...
1966

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი