კოლაუ ნადირაძე დაიბადა 1895 წლის 9 მარტს ქუთაისში. ცხრა წლისა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქ დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს.
ბავშვობიდანვე უშიშარი იყო. ათი წლისა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა. თანატოლებში ბადალი არ ჰყავდა კრივსა და ტანვარჯიშში.
პირველი ლექსი “ავზნიანი ქალაქი” დაბეჭდა 1916 წ. ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. უშიშარი რომ იყო, ეს ღრმად მოხუცებულმაც დაამტკიცა, 1985 წელს გამოაქვეყნა ანტიბოლშევიკური ლექსი “25 თებერვალი.
გარდაიცვალა 1990 წელს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
წყარო: burusi.wordpress.com
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი