კოტე მაყაშვილი

პოეტი

კოტე მაყაშვილი დაიბადა 1875 წლის 13 ნოემბერს (ძველი სტილით) სოფელ იყალთოში, წვრილი მემამულის, თავის დროისათვის საკმაოდ განათლებული და გამჭრიახი გონების მქონე ზაქარია მაყაშვილის ოჯახში.

ცხრა წლისა ყოფილა, როცა პირველი ლექსი დაუწერია რუსულ ენაზე. ქართული ჯერ კიდევ არ სცოდნია. ათი წლისა გამხდარა, როცა ბიძამისს კლასიკური გიმნაზიის ნაცვლად სათავადაზნაურო სკოლის პირველ კლასში მიუბარებია. სათავადაზნაურო სკოლაში კოტემ ორი წელი დაჰყო და პირველ მოწაფედ ითვლებოდა.

კლასიკური გიმნაზია კოტემ 1895 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც იგი პეტერბურგს გაემგზავრა და ჩაირიცხა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. თბილისში ჩამოსვლისას კოტემ ქართულ გიმნაზიაში პედეგოგოური მოღვაწეობა დაიწყო. 

1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ.

კოტე მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1927 წლის 29 აგვისტოს, გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი