დამიბრუნეთ!...
ეხლა უფრო ვეცოდები ღამეს, პირველია და დაიწყო ორი, ახლოსა ვგრძნობ სინანულის წამებს, სიხარულის წამებია შორი. ეხლა ჩემთან განშორება სახლობს და ლოგინი ცივ სამარედ იქცა, წუხელ ვგრძნობდი ზეცა იყო ახლოს, ეხლა უფრო ახლოსაა მიწა. ეხლა აზრი გაგიჟებას ითხოვს, ლანდი მეფობს აქაცა და იქაც, მეჩვენება ვიღაც ელის სითბოს, კიბეებზე ამოვიდა ვიღაც... და ეს ღამე უძილობას მისევს, გული კვნესის მოვსებული გესლით, სიყვარული დამიბრუნეთ ისევ! დამიბრუნეთ! დამიბრუნეთ! გესმით?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი