სიზმარი
წუხელ ავ სიზმარ გავსინჯე, თითქო გაღმისკე გავეო, მძინარს ნუ მებრძვი სიკვდილო, მო, ცხადში გამათავეო, ვერ დამაშინებ, წამიყვა, გინდა დღე გინდა ღამეო, ანდა რად შამეშინდება, შენთან ფიც-ვერცხლი ვჭამეო ორწყალს გადავალ, წამამყე, ქართლისკეც მომედავეო... ოღონდ, მძინარეს დამეხსენ, მო, ცხადში გამათავეო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი