მითხარი


ზურაბ გორგილაძეს
როდესაც გადივლის სიცოცხლის სიცხოვლე,
და სულში ჩაწვება აპრილი აპნისად,
მითხარ რომ მზისქვეშეთს ცდომილმა ვიცხოვრე,
შუბლს ეკლის გვირგვინი უჩანდა დაფნისად.
მითხარი წამება რად სურდათ ამდენი,
ღამეებს უმთვაროს, ზაფხულებს ქარიანს,
ან სიღრმით მოხეთქისლს, რად კვნესდნენ ბაგენი
მამაო ჩვენოს და დედაო მარიამ,
მითხარ და დავტოვებ ქვეყანას უსახურს,
აჩრდილად ჩავყვები ედემის ნაპირებს
და მერე სადღაცა ლექსებით გულსაწულს,
შავნაბდა ყორანთა გუნდები დამტირებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი