სიკვდილისპირული


შევსუტავ ცივ ჰაერს, წყვდიადში არეულს,
ვარდიდან მოვხვრეპავ საყურეს ნამისას,
ლანდებიც მიფრთხიან შეშლილს და მთვარეულს,
შენს მეტი ვინ მომკლას ამ შუაღამისას!
შენს მეტი ვინ მითხრას – არ გელის სიბერე
და – ვაი! რითმებიც მაგასა ყვირიან....
თუ მოსვლით სიკვდილისპირული მიმღერე,
არმოსვლით რომ მომკლა, რა გასაკვირია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
მზისა იობიძე პოლიგრაფია,ინგლისური ენა1 წლის წინ

მშვენიერი პოეზია,აწ გარდაცვლილი ავტორისა,რომლის შემოქმედებას სამწუხაროდ აქამდე არ გავცნობივარ.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი