თოვლი


თოვლი მოსულა,სიცივე მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
სიზმრად შენც მოხველ,მაგრამ არ ვიცი,
ფიფქებთან ერთად თუ ცოტა გვიან,
თოვლი მოსულა ისე ქათქათა,
თითქოს ანთებენ ჯადოთა ლამპარს,
ჩემს სასთუმალზე ნებივრობს კატა,
და ყვება ღამის სევდიან ზღაპარს.
თოვლი მოსულა, შიშველ ხეების
შემორჩენილი კვდება ფერები......
თოვს!
და იწყება სითეთრეების ეფემერული გამოფენები.
თოვლი მოსულა,შენფერად მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
მახსოვს შენც მოხველ,
მაგრამ არ მახსოვს,
თორმეტ საათზე,თუ ცოტა გვიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი