შუამთის შუაღამე
შუაღამისას შუამთას, შუქი შეადნა შორით, შემომეშენენ შინდები, შრიალით, შარა-შურით. შემოდგომისას შიშველი, შამბში შეეხვა შარა, შველს შიგ შავარდნა ვუშალე, შველმა არ დაიშალა. შორი-ახლობით შავყევი, შეინავარდა მშვენად, შევნიშნე შურმა შემიპყრო, ვშობილიყავი შველად. შვიდჯერ შავობამ სიშავის, შემომაგება შიში, მეშურნებოდა შუამთის შველის შეშლილი ჯიში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი