ნუგეში ..
ნუგეში, როგორც შავი თხილის სახეში მოყრა. შენ თვითონ დატეხეო, შენ დააცალეო სიტყვებს ნაჭუჭები. გადაარჩიეო რომელი გჭირდებაო, რომელი – არა. დღეს კი გიბრუნებთ ამ ნუგეშებს დაუტეხავად. არ გამომიყენებია მე ისინი არც არასოდეს. აღარც მახსოვდა, ტომარაში მიგროვებია. დღეს მივაგენი, გამოვყარე, აღარ მჭირდება. არც დამიტეხავს, არც მინახავს, არც გამისინჯავს, ისე ჩაჭკნენ ნაჭუჭებში და ჩაიმჩვარნენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი