მიკროსკოპი
არავინ დაშინდა რატომღაც ჩემსავით. ვერავინ დაინახა უჯრედების წამლეკავი მელანქოლია. ხახვის ფურცლის უჯრედები, ოროსნების და ხუთოსნების თმის ღერთა უჯრედები, დაუჯრედებული მთელი კლასი, ხედიც – ფანჯრიდან… უცებ, სამყაროს გარსი აეფხრიწა. გაუცხოებული გზა სახლისაკენ. სახლიც – ყველა ოთახით. უფრო შორს კი – დაუჯერებელი უცხო მშობლები დაუჯერებელ სამსახურებში… რა სევდა. რა ჯადოქრობა. მიკროსკოპით ნანახი მუნჯი კინო. თითქოს, ღმერთი თვალისაკენ რაღაცას ამოგძახის, მაგრამ მთავარს მაინც არ გეუბნება…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი