ეს კორპუსებიც ..
შოთას ეს კორპუსებიც – ხეებივით მიწიდან რომ იკვებებიან, ვეღარ არიან მხოლოდ სახლები. ბეტონის ფილები და აგურები ახლა მათი უჯრედებია, თავიდან თვალით რომ არ ჩანდნენ, მაგრამ მერე გაუფართოვდათ. ფრთხილად შევცვალე ყველაფერი, ძალიან ოდნავ. დავბრიცე წელში გამართული ყველა ოთახი. გადახრილია აივნისკენ მძიმე კარადა და მასში ყველა ჩვენი რამე გადახრილა სულ ოდნავ მარცხნივ. რა მონდომებით ვცვალე თითქოს, ძალიან ოდნავ, მაგრამ გამექცნენ, აყირავდნენ დამჯერე გზები. ჰაერშიც ისე ულმობელი დაღმართებია, მოჩვენებები ნაბიჯებს ვერ იმორჩილებენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი