სიცოცხლე ამბობს ..
სიცოცხლე ამბობს: ნუ გეშინია ჩემი ძალიან. ნახე, მეცა მაქვს სუდარები ათასნაირი. ზოგი ფატაა, ზოგიც ფარდა მატარებელში. მათ ვაფრიალებ მოხმობის ნიშნად. ნახე, ჩემთანაც დასტირიან ტყეები ღამეს - ანუ დღის ცხედარს - ჩაშავებულს, მთვარედაჭყეტილს. მათი ყმუილი რაღაც სულ სხვას მაგონებს მუდამ - თითქოსდა მიწა საყვირივით წაფრენია ხეებს ფესვებში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი